|
2026-01-28 13:34:25, 319 ნახვა
სამართალი
დანაშაული აღიარა - პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს
პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. უწყების განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ღუდუშაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. ილია ღუდუშაურს ბრალდება დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარუდგინეს. მუხლი 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. უწყების ცნობით, ღუდუშაურმა, რომელიც მინისტრის მოადგილესთან ერთად სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო, სასწრაფოს მანქანების შესყიდვაზე ტენდერი უკანონოდ გააუქმა, ახალი ტენდერის პირობები კი კონკრეტულ კომპანიას მოარგო. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა. აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები". - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მსახიობი კეტრინ ო’ჰარა, რომელიც კევინის დედის როლს თამაშობდა ფილმში „მარტო სახლში“, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
იგორ გიორგაძე უარყოფს ენგურის ხიდთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტში მონაწილეობას
პროკურორი ადასტურებს, რომ დაპირისპირების საფუძველი ქურდული სამყაროს მხარდაჭერა გახდა – შარაშიძის საქმე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ხდება უცხოელების საქართველოდან დეპორტაცია?
რა წერია განათლების რეფორმის კონცეფციაში რომელსაც კობახიძემ ხელი მოაწერა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ შეთანხმება
რუსული დრონის თავდასხმა ზაპოროჟიეს ოლქში: 3 ადამიანი დაიღუპა, 3 დაიჭრა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ქართული ჟურნალისტიკა ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე მიჰყავთ — IPI „ოცნების“ მორიგ რეპრესიულ რეგულაციებზე
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)