05:49 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-20 11:58:53, 15016 ნახვა

ევროპის ამბები
ტრამპმა მაკრონთან მიმოწერა გაავრცელა: „ვერ ვხვდები, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან საუბრის ფრაგმენტი გააზიარა. მან ფრაგმენტი სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა.

მაკრონის გზავნილი სირიასა და ირანთან დაკავშირებით მათი საერთო პოზიციის ხაზგასმით იწყება.
„არ მესმის, რას აკეთებთ გრენლანდიასთან დაკავშირებით“, - მისწერა მაკრონმა ტრამპს, ფრაგმენტის თანახმად.

მაკრონმა ასევე შესთავაზა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები ხუთშაბათს პარიზში შეხვდნენ და ორი სახელმწიფოს მეთაური ერთად სადილზე მიიწვიონ.

„შემიძლია უკრაინელები, დანიელები, სირიელები და რუსები შეხვედრის ფარგლებში შეხვედრებზე მოვიწვიო“, - დაწერა მაკრონმა.

ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა გრენლანდიის მნიშვნელობას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დავოსში სხვადასხვა მხარესთან ამ თემაზე შეხვედრები დააანონსა.

მედიის ცნობით, ტრამპმა მიანიშნა, რომ კუნძულზე ევროპული სამხედრო ყოფნა მის წინააღმდეგ პროვოკაცია იყო.

ამავდროულად, ტრამპმა ევროპას ურჩია, ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზე გაემახვილებინა და არა გრენლანდიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics