10:38 - 07 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 18:53:33, 3289 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 თანხმლებ პირთან ერთად ფიზიკური ძალადობა განახორციელა თანასოფლელზე. აღნიშნული ფაქტის შემდგომ დაშავებული პირის დასახმარებლად მისულმა ნათესავებმა ფიზიკური შეურაცხყოფს მიყენეს ადგილზე მყოფ არასრულწლოვნებს, რა დროსაც, ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა", „ბ", „გ" ქვეპუნქტებით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია), წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინაში ომამდელი შრომისუნარიანი მამრობითი სქესის მოსახლეობის 1% დაკარგა -The Economist
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში საჩემპიონო ქამარი დაკარგა, იგი რუს პიოტრ იანთან დამარცხდა
120 მილიონი ევროს ჯარიმის შემდეგ ილონ მასკმა ევროკავშირის დაშლისკენ მოუწოდა
კობახიძე ირწმუნება რომ ხალხს საავადმყოფოებში მასობრივად არ მიუმართავთ ამიტომ ისინი არ მოწამლულან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი