|
2025-11-26 16:47:58, 1035 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საუკეთესო უნარების მქონე ახალგაზრდები მიდიან სხვა ქვეყანაში და რჩებიან, ეს უნდა შეჩერდეს
ზოგადად რაც შეეხება [განათლების] სისტემას, პრობლემები რომ გვაქვს, კარგად მოგეხსენებათ. ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ ვფიქრობთ რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ განსაკუთებული ყურადღება დავუთმოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი საერთო მიზანი, რომ განვახორციელოთ უმაღლების განათლების რეფორმა. დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩვენი ზომის ქვეყანაში და გამოწვევებით სავსე, 35-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, შეუძლებელია რომ 64 უნივერსიტეტში ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, მითუმეტეს ეკონომიკურ და სხვა ტიპის გამოწვევების ფონზე, ჰქონდეს უზრუნველყოფილი თანაბრად მაღალი ხარისხი. ერთ-ერთი გამოწვევა არის ახალგაზრდების იმიგრაცია, ქვეყნიდან გასვლა და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში და როდესაც ახალგაზრდა მიდის სხვა ქვეყანაში, მათი დიდი ნაწილი არის ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დაკარგული. მითუმეტეს კონკრეტულ სახელმწიფოებს, განვითარებულ სახელმწიფოებს, აქვთ ე.წ ტვინების მიზიდვის პოლიტიკა და ძალიან წარმატებულად ახორციელებენ ამ პოლიტიკას და საუკეთესო უნარების მქონე ახალგაზრდები მიდიან სხვა ქვეყანაში და რჩებიან სხვა ქვეყანაში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ უნდა შეჩერდეს იმით, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)