23:38 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-19 16:53:12, 803 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტში კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებზე ხმის ჩამორთმევის უფლებას

ივანიშვილის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარგენილი ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი", თანმდევ პროექტებთან ერთად.

ახალი „საარჩევნო კოდექსის" პროექტის თანახმად:

 იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ზუსტდება ფოტოვიდეოგადაღების წესები;

 იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა, რომლის შედეგად, ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი, იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა.
 საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics