|
2025-11-18 12:23:18, 571 ნახვა
პოლიტიკა
საია: ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ "ქართული ოცნების ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს არსობრივად ეწინააღმდეგება. არ შეიძლება, საარჩევნო უფლება მხოლოდ ფორმალურად არსებობდეს. არჩევნების საყოველთაობის პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში რეალური მონაწილეობა და არ დაუშვას, რომ მათი აქტიური საარჩევნო უფლება ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ფორმალობად იქცეს. საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა განაგრძონ იმის მიუხედავად, რომ ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ფიზიკურად არ იმყოფებიან. საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება. ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამის პარალელურად, საქართველოს მოქალქებითვის ამ შესაძლებლობის წართმევა დაუშვებელია. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების მისწრაფებებს და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას". - წერია საია-ს განცხადებაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)