|
2025-11-15 12:43:15, 1017 ნახვა
პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებებისთვის დასავლეთს - დაუწესეთ პერსონალური სანქციები ივანიშვილს, კობახიძესა და სხვა ოფიციალურ პირებს და მიიღონ MEGOBARI აქტი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, [დაწესდეს] პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყველა დე-ფაქტო ოფიციალური პირის მიმართ, - ამ მოწოდებით სამი პოლიტიკური გაერთიანება, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროპელ პარტნიორებს მიმართავს. როგორც ღია წერილშია აღნიშნული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე. ამიტომ, კოალიციის განმარტებით, მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს, რომ დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. „საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანების – „კოალიცია ცვლილებისთვის“ („ახალი“ / „გირჩი“ / „დროა“) ღია წერილი ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს და პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მთავრობებსა და პარლამენტებს, ძვირფასო საქართველოს მეგობრებო, ჩვენ, პროევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი კოალიციის ლიდერები, გწერთ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში – მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ სახელმწიფოს მტრებად ცხადდებიან საქართველოში დემოკრატიის დამცველები და ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ღირებულებების ერთგული ძალები. დღეს, პრაქტიკულად ყველა პროდასავლელ პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ „საბოტაჟში“ ედება ბრალი. ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების წარმოება თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური ლიდერისა და ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ. აღნიშნული შიდა პროპაგანდით „სუვერენიტეტის დაცვად“ არის წარმოდგენილი, რეალურად კი შეტევაა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყნის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალების – „ახალის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს’ აკრძალვას ცდილობს და სახელმწიფო ინსტიტუტები რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში რეპრესიების იარაღადაა ქცეული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა. სწორედ, ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ: პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყველაიმდე-ფაქტო ოფიციალური პირისმიმართ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლო მანიპულაციებსა და რუსეთთან თანამშრომლობაზე. მადლობა მეგობრობისთვის, სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით თქვენი გამბედაობისთვის, დადგეთ ქართველი ხალხის გვერდით ამ ისტორიულ დროს. ღრმა პატივისცემით, კოალიცია ცვლილებისთვის „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, - ნათქვამია დასავლელი პარტნიორებისადმი მიმართვაში.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)