03:15 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 12:22:13, 866 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძეს ამერიკული სანქციები აშფოთებს და აშშ-სთან ურთიერთობის დაწყება ნულიდან უნდა

გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სანქციები არ არის მოხსნილი და აშშ-ის მხრიდან, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა. ჩვენი შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა და მომავალშიც მოთმინებით დაველოდებით მათ პასუხს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო განცხადებები შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ. 

„ჩვენ ვამბობთ, პირადად მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით. წინა ადმინისტრაცია უკიდურესად აგრესიული იყო ქართველი ხალხისა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიმართ. ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, შეჩერებულიყო სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ. ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. კიდევ ერთხელ, ჩვენს ინტერესებშია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სანქციები არ არის მოხსნილი და რომ აშშ-ის მხრიდან, ზოგადად, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით. გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა. ჩვენი შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა და მომავალშიც მოთმინებით დაველოდებით მათ პასუხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics