01:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-03 15:44:28, 787 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების მთავრობამ ეკლესიას სენაკსა და თიანეთში მიწა და შენობა 1 ლარად მიჰყიდა

ქართული ოცნების მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თიანეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა პირდაპირი შესყიდვის ფორმით გადასცა.

განკარგულებას, რომელიც 28 ოქტომბრით თარიღდება, ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

განკარგულების თანახმად, სახელმწიფო ქონება მუნიციპალიტეტებში თითო ლარად გაიყიდა - ეკლესიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში ჯამში 2 ლარი უნდა გადაიხადოს.

განკარგულების თანახმად, სენაკის მუნიციპალიტეტში ეკლესიას 1 ლარად 4 მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს.

თიანეთის მუნიციპალიტეტში კი დაბა თიანეთში მდებარე 3 415 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics