05:11 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 16:47:10, 853 ნახვა

პოლიტიკა
სოხაძე: მუნიციპალური განვითარების ფონდში 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური

მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მიმდინარე პროექტები 75%-მდე პრობლემურია, - ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განცხადა.

სოხაძის განმარტებით, პრობლემებში იგულისხმება როგორც შესრულების დაბალი ტემპი, ასევე შეჩერებული ან ვადაგადაცილებული პროექტები.

"მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული, ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში ვგულისხმობ როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ასევე შეჩერებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებს, ხარისხის პრობლემას და ა.შ. რიგ შემთხვევაში მშენებლობის დაბალი ხარისხი მოითხოვს უკვე შესრულებული სამუშაოების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას. თუ ჩვენს მიერ მიმდინარე პროექტების მონიტორინგის შედეგად, ხარისხთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით შევისწავლოთ და მხოლოდ საექსპერტო დასკვნის შემდეგ გაგრძელდეს აღნიშნული სამუშაოები", – განაცხადა სოხაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics