07:26 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-24 15:04:43, 850 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილს 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

ყოფილ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება.

ცოტა ხნის წინ სასამართლოში მისი პროცესი გაიმართა. თავად ირაკლი ღარიბაშვილი პროცესს დაესწრო. 

ღარიბაშვილს ბრალდება დღეს, 24 ოქტომბერს წარედგინა. ეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა.

გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის თქმით, ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალდებულია დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონო ლეგალიზებაში (ფულის გათეთრება). მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

პროკურატურა გირაოს სახით მილიონ ლარს ითხოვს. გარდა ამისა, ღარიბაშვილს ქვეყნის დატოვება აეკრძალება.

უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

„ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა“,- განაცხადა გვარაკიძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics