|
2025-10-17 22:35:32, 1166 ნახვა
პოლიტიკა
კომპანია Smartmatic-ის, რომლის მოწყობილობითაც 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, კორუფციის საქმეზე ბრალი წაუყენეს
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცნობით, „ფილიპინების ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადახდილი“ ერთი მილიონი აშშ დოლარის ქრთამის საქმეზე ბრალი წაუყენეს საერთაშორისო საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია „სმარტმატიკს“. ეს კომპანია ემსახურება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას - მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე უზრუნველყოფდა ცესკოს ელექტრონული აპარატებითა და პროგრამული უზრუნველყოფით. ბრალდება ეხება იმავე საქმეს, რომლის გამოც 2024 წლის 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა ამავე კომპანიის სამ აღმასრულებელ პირს ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ამჯერად, ხუთშაბათს, 2025 წლის 16 ოქტომბერს, ბრალი წარუდგინეს უშუალოდ კომპანია „სმარტმატიკსაც“, - ასევე „სმარტმატიკ გრუპსა“ და მათ „დედობილ“ კომპანია „SGO Corporation Limited-ს".
გამოძიების ვერსიით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებმა ქრთამი გადაიხადეს იმაში, რომ ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციას მათ კომპანიასთან გაეფორმებინა მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომლითაც ქვეყანა ხმის მიცემის აპარატებს შეისყიდდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ინვოისებში ხმის მიცემის თითოეული აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს; ასევე, შექმნეს ყალბი კონტრაქტები და საბანკო სესხების ხელშეკრულებები, რათა თანხის გადარიცხვები გაემართლებინათ. შემდეგ, ბრალდების თანახმადვე, თანამზრახველებმა აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მათ შორის ფლორიდაში განთავსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით გაათეთრეს ფული; სქემას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და 2018 წლამდე გრძელდებოდა. შარშან კომპანია „სმარტმატიკი“ ხაზს უსვამდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში საუბარი არ არის უშუალოდ კომპანიის ბრალეულობაზე. ამჟამად ვითარება შეიცვალა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)