|
2025-10-17 22:16:44, 1085 ნახვა
სამართალი
ჩხრეკა ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და ფარცხალაძესთან დაკავშირებული 8 პირის სახლშიც ჩატარდა - პროკურატურა
პროკურატურის განცხადებით, დღეს ჩხრეკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლების გარდა, მათთან დაკავშირებულ კიდევ 8 პირის სახლშიც ჩატარდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურის ბრიფინგზე აღინიშნა, დღეს, დილიდან ქვეყნის მასშტაბით 22 ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. თანხის გარდა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები და დოკუმენტები. "განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლებრივი საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა, საქართველოს ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთ", - განაცხადეს პროკურატურაში. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს განაცხადა. როგორც წასვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის საკუთარ თავს ბიზნესში ხედავს, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნებასაც არ გამორიცხავდა. პოლიტიკიდან წასვლამდე ღარიბაშვილი 2024 წლის თებერვლიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. მანამდე კი პრემიერის პოსტს იკავებდა, სანამ ის ირაკლი კობახიძემ არ ჩაანაცვლა. გრიგოლ ლილუაშვილმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დატოვა. ლილუაშვილი "ოცნების" თავდაპირველი გეგმით ახალშექმნილ რეგიონული განვითარების სამინისტროს უნდა ჩასდგომოდა სათავეში, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ლილუაშვილი ამ პოსტზე აღარ დაინიშნებოდა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)