14:58 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 16:08:07, 1655 ნახვა

სამართალი
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბაჩიაშვილს 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წელი და 6 თვე მიესაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი დღეს, 30 სექტემბერს, გამოაცხადა.

როგორც "ნეტგაზეთი" სასამართლოდან იუწყება იგივე სასჯელი განუსაზღვრა სასამართლომ შოთა ქარუმიძესაც, რომელსაც პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში გიორგი ბაჩიაშვილის დახმარებას ედავებოდა.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ამ დროისთვის ჯამში სამ საქმეზეა სისხლის სამართლის კოდექსით დაწყებული გამოძიება. ბაჩიაშვილის კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში: „კრიპტოვალუტების მითვისება“ და „მტკვარი ჰესი" ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს. 2025 წლის 10 მარტს მას "კრიპტოვალუტების საქმეზე" საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ჯერ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, გუშინ, 29 სექტემბერს კი ბრალი წაუყენა. გამოძიება მის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics