|
2025-08-29 16:41:44, 1129 ნახვა
სამართალი
2025 წლის ივლისში სისხლის სამართლის საქმეები 2,456 პირის მიმართ აღიძრა
ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში სისხლის სამართლის საქმეები 2,456 პირის მიმართ აღიძრა. მათგან 143 პირმა დანაშაული პირობითი მსჯავრის ვადის გასვლამდე ჩაიდინა, რაც აღძრული სისხლის სამართლის საქმეების საერთო რაოდენობის 5.8%-ს შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ყველაზე მაღალი დონე - 816 საქმე - დაფიქსირდა თბილისში, 343 - აჭარაში და 11 საქმე - ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. 2025 წლის ივლისში სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული მუხლებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დონე შემდეგნაირად გადანაწილდა: ქურდობა - 299 საქმე; მუქარა - 249 საქმე; ოჯახში ძალადობა - 232 საქმე; ძალადობა - 270 საქმე; გაუპატიურება - 10 საქმე; უხამსი ქმედებები - 8 საქმე; თაღლითობა - 130 საქმე; ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა ან შენახვა - 592 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივაცია - 167 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება - 110 შემთხვევა. გარდა ამისა, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში გამოვლინდა განზრახ მკვლელობის ოთხი შემთხვევა დამამძიმებელ გარემოებებში და მკვლელობის მცდელობის ცხრა შემთხვევა.
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



