|
2025-08-26 18:14:40, 1471 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ჯილდოს პრეტენდენტთა სიაშია
ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის შესარჩევი კომისიამ დღეს 2025 წლის ჯილდოს პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის დაპატიმრებული ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია. ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი სიაში უკრაინელ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ერთად მოხვდა. მოკლე სიაში არიან:
ვაცლავ ჰაველის ჯილდო გადაეცემათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის. დაჯილდოების ორგანიზატორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასთან და Charta 77 Foundation-თან ერთად. PACE წერს: „მზია ამაღლობელი 2000 წლიდან მოწინავე ქართველი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელია. მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებისა და საპროტესტო აქციების დროს მის მიერ ძალადობის გამოაშკარავების შემდეგ მის მიმართ მკაცრი არასათანადო მოპყრობისა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე საზოგადოების ყურადღება გამახვილდა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას. მისი დაპატიმრება და განაჩენი მას 2025 წლის პრესის თავისუფლებისა და მთავრობის რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცევს, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების გადამწყვეტ როლს ადამიანის უფლებების დაცვაში. მაქსიმ ბუტკევიჩი, უკრაინა მაქსიმ ბუტკევიჩი უკრაინელი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი ცხოვრება პაციფისტი იყო, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ ჩაეწერა და ოცეულის მეთაური გახდა. რუსულმა ძალებმა ის ტყვედ აიყვანეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკაცრ პატიმრობას გაუძლო. 2024 წლის ოქტომბერში მაქსიმი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ის კვლავ სამართლიანობისა და თავისუფლების დაცვისთვის გამბედაობისა და გამძლეობის ძლიერ სიმბოლოდ რჩება. ულვი ჰასანლი, აზერბაიჯანი ილვი ჰასალანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და 2016 წლიდან აზერბაიჯანული მედია Abzas Media-ს დირექტორია. ის აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან 2011 წლიდან არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, მათ შორის, ის იყო დაკავებული, გამოიარა წამება, მის მიმართ იყო პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები. 2025 წლის ივნისში ჰასანლის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ამჟმად საპატიმროში იმყოფება, სადაც მძიმე პირობებია. ის შიმშილობდა, იყო სამარტოო საკანში. ის მდგრადობას და პრესის თავისფლებისადმი ერთგულებას განასახიერებს. ვაცლავ ჰაველის ჯილდოს გამარჯვებული სტრასბურგში 29 სექტემბერს დასახელდება.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)