03:32 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-23 11:09:32, 1347 ნახვა

სამართალი
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ა.კ. დააკავეს. 

"დაკავებული ა.კ. გერმანიისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 

ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა ა.კ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ დაკავებულის მიმართ "კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics