|
2025-08-22 11:53:43, 1058 ნახვა
სამართალი
თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი - ბაჩიაშვილი ცემის ინსცენირებაზე პასუხობს
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე მსჯავრდადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმროში ცემის ინსცენირებაზე პენიტენციური სამსახურის ეჭვს უპასუხა. ადვოკატი დავით ჯანდიერი მას ამ ბრალდების გაჟღერების შემდეგ შეხვდა და ჟურნალისტებს მისი პასუხი გააცნო. „ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად სურს, თავისი ერთი სასტიკი სისტემური დანაშაული სხვა ფაბრიკაციით გადაფაროს. როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი“, - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი. მისი ინფორმაციით, მასზე ზეწოლის გასაგრძელებლად, შესაძლოა, პენიტენციურ სამსახურში მყოფი მისი ნაცნობები საკანში მასთან ერთად მოათავსონ: „მსგავს შემთხვევაში, ინფორმაციას მყისიერად გავასაჯაროვებ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩემთან შეიძლება შედგეს მხოლოდ ჩემი ადვოკატების მეშვეობით“. პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ გიორგი ბაჩიაშვილის ცემა, შესაძლოა, ინსცენირებული იყოს. „შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ. ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც“, - წერია განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)