|
2025-07-11 14:10:38, 2407 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტებზე 34 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 34 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“; „მეთადონი“; „ალფაპევეპე; „ტრამადოლი“; „კლეფედროლი“; „მეფედრონი“; „მორფინი“; „ბუპრენორფინი“, „მეტამფეტამინი“, „ექსტაზის“ აბები, „გამომშრალი მარიხუანა“; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინინი“. ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ), „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ნასამართლევი პირის მიერ); 265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება ნასამართლევი პირის მიერ); 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით). 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაცია), ასევე 236 მუხლის პირველი მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს. საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს.
8-9 მარტს მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი
თებერვალში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 831 ფაქტი გამოავლინდა
კალაძე: ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის
6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)