09:28 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-05 11:54:53, 1547 ნახვა

სამართალი
შსს: დარიალის საბაჟოზე ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში, დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე "დარიალი“-ს მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავა" - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics