|
2025-06-26 14:43:15, 1037 ნახვა
სამართალი
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს, თუ საქართველოში ეროვნულ დონეზე ვერ მოხდა უფლებების დაცვა, საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ. „გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა. ასევე, წერილში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე შეიძლება გახდეს ეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. როგორც გახსოვთ, 2 თვის წინ გავაგზავნეთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში და უკვე საქმე გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდავობდით. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჩვენი საჩივარი ეხება იმას, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. მისი განმარტებით, ყველა ამ მუხლთან დაკავშირებით საქართველოსთან კომუნიკაცია დაწყებულია. „კერძოდ, საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა შესაბამისი დრო, რომ მან უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს ამ ეტაპზე აინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ ამ დარღვევებს ეხება არსებითად ეს საქმე“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)