|
2025-06-19 10:52:05, 1130 ნახვა
სამართალი
ხაშურში სიმამრის მკვლელობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა, სიმამრს - 1961 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, 1979 წელს დაბადებულ მ.კ.-ს. სამართალდამცველებმა ბ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს, რომელიც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)