|
2025-06-09 17:37:32, 1063 ნახვა
სამართალი
ვაშაძის მომდევნო პროცესი 16 ივნისს ჩაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმის არსებითი განხილვა იყო, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხებოდა. საქმეზე მომდევნო სხდომა 16 ივნისს, 10:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლემ მხარეებს უთხრა, რომ ამ დღეს დასკვნითი სიტყვებისთვისაც მოემზადონ. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა - ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კი შესავალი სიტყვა დაიწყო, თუმცა, ის შეწყვიტა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. პროტესტის მიზეზი სასამართლოს დერეფანში განვითარებული მოვლენები და ხმაური იყო. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები სხდომიდან გასულ TV პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას უკან შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, მას მანდატური ფიზიკურადაც შეეხო, რასაც ხმაური მოჰყვა. ბასილაიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ამ პირობებში, ის შესავალი სიტყვის ბოლომდე წარმოთქმაზე უარს ამბობდა. გარდა ამისა, ვაშაძის პროცესის პარალელურად, რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის სხდომაც მიმდინარეობდა, რის გამოც სასამართლოს დერეფანში ხმაური იყო. ამ მიზეზით, ვაშაძის სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. სხდომის შემდეგ, კომენტარი თავად გიორგი ვაშაძემაც გააკეთა. "ჩვენი და მოსამართლის თვალწინ, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიაზე იძალადეს და ამაზე მოსამართლეს არანაირი რეაგირება არ ჰქონია. ამ პირობებში, სხდომის გაგრძელება როგორ შეიძლებოდა და მისი გადადება მოვითხოვეთ, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა და ამიტომ, ჩემმა ადვოკატმა პროცესი დატოვა და მეც ამის გაკეთება მომიწია. ამის შემდეგ, საერთოდ სასწაული მოვისმინეთ - თურმე, 16 ივნისს უნდა მოვიდეთ და მთელი პროცესი, დასკვნითი სიტყვების ჩათვლით, ერთ დღეში უნდა მორჩეს". - თქვა ვაშაძემ. წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის საქმეზე, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ვაშაძემ თანხის გადახდის ნაცვლად, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩადო. ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიამ" გიორგი ვაშაძე 11 აპრილის სხდომაზე დაიბარა. ვაშაძემ კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)