|
2025-06-06 16:09:02, 1588 ნახვა
სამართალი
ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი - პირი, რომელმაც მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც დღეს ორი მოწმე დაიკითხა. „დღეს ამ საქმეზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. ის თანამშრომელი, რომელმაც გამოაგზავნა მამუკას ხაზარაძესა და ბადრის ჯაფარიძესთან შესაბამისი მოწვევა, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება. აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელი საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი და ეს თვითონ დაადასტურა, არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის თანამშრომელი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და უცნაური გარემოებაა. სინამდვილეში, გაუგებარია თავისი პირადი გადაწყვეტილებით რატომ შეატყობინა სიგნალის მეშვეობით, ეს ვერ ახსნა, იმიტომ, რომ დებულება ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. მან ვერ დაადასტურა, რომ კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს, თუმცა შემდეგ გამომძიებელი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ წერილობითი გადაწყვეტილება, რომელსაც დებულების მიხედვით ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი საქმეში არაა. ამ გადაწყვეტილების გარეშე ეს სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს. ბრალის ფორმულირება არის შემდეგი - კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. კომისიის მოთხოვნა რომ კანონიერი იყოს, კომისია უნდა იყოს კანონიერი, რაც არ გვაქვს სახეზე. კომისიამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები და დააფიქსიროს თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. ესეც არ გვაქვს. გამოძიება უნდა შესულიყო იმის გარკვევაში რამდენად კანონიერია ეს გადაწყვეტილებები ანუ ეხებოდა დაბარების აუცილებლობა და კომისიის გადაწყვეტილება ერთმანეთს. არცერთი ეს მოთხოვნა გამოძიებას გამოკვეთილი და შემოწმებული არ აქვს. აქ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს“, - ზვიად კორძაძემ. ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)