05:05 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 14:07:49, 989 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

აღნიშნული საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ, ამასთან, პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. კერძოდ კი, სასამართლოში ორი მოწმე იქნება წარმოდგენილი.

ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics