|
2025-05-30 19:39:17, 1170 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატი - ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ტკივილზე საუბარი სიმულაციაა
ჩვენ ისედაც ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ტკივილზე საუბარი სიმულაციაა, სხვათა შორის, წინა პროცესზე ეს დაადასტურა ბრალდების ექსპერტმაც. დღევანდელ პროცესზე სხვა კუთხით ისაუბრა ჩვენმა ექსპერტმა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სუბიექტურია, მას აქვს ობიექტური გამოვლინებების ნიშნები, მოწმემ ისაუბრა ბუნებრივ რეფლექსებზე, რაც ამ შემთხვევაში ირაკლი დგებუაძეს არ ჰქონია, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათია ანდღულაძე გამოჰკითხა. მწარიაშვილის თქმით, ანდღულაძემ დგებუაძის მდგომარეობა იმ ვიდეოებით შეაფასა, რომელიც სილის გაწვნის დროს და სილის გაწვნიდან 2 წუთის შემდეგ არის გადაღებული. “დღევანდელ პროცესზე დავიწყეთ დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა და იმ მოწმეების დაკითხვა, რომელიც სასამართლომ დაგვიტოვა. მოგეხსენებათ, რომ სასამართლომ ჩვენი მოწმეების უმრავლესობა ამორიცხა. დღეს დავკითხეთ 20-წლიანი საექიმო პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოწმე სპეციალისტის სახით, რომელთან ერთადაც დავათვალიერეთ ვიდეოები, რომლებიც ეხება სილის გაწვნის ეპიზოდს, ასევე, სილის გაწვნის ეპიზოდიდან 2 წუთის შემდეგ გადაღებული ვიდეოები, სადაც ბატონი დგებუაძის სახე კარგად ჩანს ახლო მანძილიდან. მოწმემ სასამართლოს ძალიან კარგად აუხსნა, რომ ტკივილს უნდა ჰქონდეს ობიექტური გამოვლინებები, რათა დავინახოთ, რომ შესაძლებელია, მართლა ტკივილთან გვქონდეს საქმე. ასევე, ძალიან კარგად ახსნა მიმიკების, ჟესტიკულაციის, ადამიანის მოტორიკისა და ბუნებრივი რეფლექსების შესახებ, როგორ რეაგირებს ადამიანი ნებისმიერ ტკივილზე. მან ახსნა, რომ ამ კადრებში ბატონ დგებუაძეს არ აღენიშნება რაიმე ობიექტური ნიშანი, რაც დამკვირვებელს დაარწმუნებდა, რომ მან მართლაც განიცადა ტკივილი. ჩვენ ისედაც ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ტკივილზე საუბარი სიმულაციაა, სხვათა შორის, წინა პროცესზე ეს დაადასტურა ბრალდების ექსპერტმაც. დღევანდელ პროცესზე სხვა კუთხით ისაუბრა ჩვენმა ექსპერტმა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სუბიექტურია, მას აქვს ობიექტური გამოვლინებების ნიშნები, მოწმემ ისაუბრა ბუნებრივ რეფლექსებზე, რაც ამ შემთხვევაში ირაკლი დგებუაძეს არ ჰქონია”, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა. ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)