10:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 08:18:47, 600 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების საწყისი ეტაპი იყო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები თბილისში 10:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, სადაც ახალწვეულები ფიცს დადებენ. ამავე დროს, ორბელიანების მოედანზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები. 

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

დღის ბოლოს, 19:00 საათზე, გაიმართება გალა კონცერტი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება.

პროევროპული აქცია საზოგადოებას 15:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე უმსაპინძლებს. დაგეგმილია ფილმის ჩვენება, სტუდენტური მარში. 19:00 საათზე კი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics