|
2026-06-28 10:27:30, 2783 ნახვა
საზოგადოება
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. კობახიძემ და სხვებმა ბავშვებს სადილზე უმასპინძლა. პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლები პირები კიევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში. 4-15 ივლისს ბანაკი უმასპინძლებს მეორე ნაკადს - ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სუმიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)