06:41 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 12:56:17, 1069 ნახვა

სამართალი
გივი თარგამაძის საქმე არსებითად განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოს გივი თარგამაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განხილვისთვის გადაეცა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მანამდე კი, დღევანდელ სხდომაზე, გივი თარგამაძის დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რითაც სისხლის სამართლის საქმის საერთოდ შეწყვეტა მოითხოვა.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, საქმე უნდა შეწყდეს იმ მიზეზით, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართლებრივი თვალსაზრისითაც აბსურდია.

„გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისითაც აბსურდი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ზუსტად იგივე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს, რითაც სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს გივი თარგამაძის წინააღმდეგ. აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა, იდენტური მუხლებია. შესაბამისად, უფრო მსუბუქი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული, რომც დავუშვათ, რომ ეს კომისია ლეგიტიმურია. ამის საწინააღმდეგოდ ერთადერთი არგუმენტი, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ და სასამართლომ იყო ის, რომ თვითონ კომისიამ ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია. კომისიას ვინ მისცა კონკრეტული ქმედების კრიმინალიზაციის უფლება? კომისიას ვინ მისცა კონკრეტული ქმედების სისხლის სამართლებრივი შეფასების უფლება?

ამის უფლებამოსილება ამ ქვეყანაში კანონის საფუძველზე აქვს პროკურატურას და სასამართლოს. კანონი კი ამბობს, რომ თუ ორი ანალოგიური შინაარსის ნორმაა მოცემული, რომელიც უფრო მსუბუქია, ის უნდა იქნეს გამოყენებული. წინააღმდეგობრიობა აქ არ გვქონდა.

მეორე საკითხი - საიდან ჩანს, რომ წულუკიანის წერილი, ეს არის კომისიის მოთხოვნა? ეს შეიძლება ჩანდეს ერთადერთი დოკუმენტიდან - კომისიის წევრთა მიერ შემდგარი კენჭისყრით და ამ კენჭისყრაზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება გივი თარგამაძის დაბარების თაობაზე, საქმეში კი ასეთი დოკუმენტი არ არის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დევნის შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მისი განმარტებით, კომისიის დებულებაშივე არის მითითებული, რომ თუ პირი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, მისივე თქმით, სახეზეა ბრალდებულის ქმედება.

„კონკრეტული პირის დაბარების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ მის მიერ კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ბუნებრივია, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც სახეზე გვაქვს ამდენი კანონდარღვევა“, - განაცხადა ნათია თათიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთისღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დროიბითმა საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე პარლამენტში 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics