02:22 - 17 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-26 14:54:50, 956 ნახვა

მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეები პროკურატურისკენ მიემართება

მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით საქართველოს პროკურატურის მიმართულებით მიემართებიან.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურთან 14:00 საათზე შეიკრიბნენ და აქცია/მსვლელობას მართავენ, სლოგანით - "თავისუფლების მსვლელობა - პროტესტის 150-ე დღე".

სადაც აქცია მიმდინარეობს, დაკავების მანქანები გამოჩნდნენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

დღეს აქციის 150-ე დღეა - აქციის მონაწილეები ცოტა ხანში მსვლელობით პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.

გაჰყევით ღარიბაშვილს - ეუბნება რეჟიმის წარმომადგენლებს სინდისის პატიმრის, არჩილ მუსელიანცის ოჯახის წევრი, რომელიც ამ დიდუბეში აქციაზე იმყოფება. 

მსველობას სინდისის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძეც შეუერთდაება. ის ამ წუთებში სხვა მოქალაქეებთან ერთად აქციაზე იმყოფება.

ძალიან ვცდებით, რომ ამდენ ხანს გავაგრძელეთ პროტესტი. ჯერ კიდევ, როცა ძალიან ბევრი ხალხი იდგა ქუჩაში. ასე კი არ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენს მხარეს ადამიანურად, რომ ვიქცეოდით. პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება და იქნებოდნენ ღირსები. ჩვენ ვიქნებით ნორმალურად, ისინი იქნებიან არანორმალურად. გოგონას, რომელსაც თმები მოქაჩეს დააწინაურეს. ჯინაზე იქცევიან, ხალხის ჯინაზე, ამიტომ თვითონ, რომ დასრულდებიან თვითონვე დასრულდებიან. მე ვუერთდები ყველა პროტესტს. არ დასრულდება პროტესტი, ადგილობრივ არჩევებს ესენი ვერ ჩაატარებენ. სანამ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას არ დატოვებს, ეს ჭორვილელი ვირთხა მანამდე არ გავჩერდებით და როცა ის წაბრძანდება და გიყვებიან დანარჩენი ვირთხუშკები მერე დალაგდება საქართველოში სიტუაცია. მე ვიბრძოლებ ბოლომდე", - ამბობს მარიზი კობახიძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყიფიანი ივანიშვილს მოუწოდებს შეცვალოს კობახიძე და მოამზადოს ქვეყანა არჩევნებისთვის
დღეიდან Telegram-ი რუსეთში დაბლოკილია
თსუ-ის ლექტორთა ნაწილი სასამართლოს ჟურნალისტ მარიამ კუპრავას საქმის შეწყვეტას სთხოვს
კობახიძე - ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics