|
2026-03-14 13:13:01, 5236 ნახვა
საზოგადოება
WADA: დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა 6 მოთამაშის და პერსონალის 1 წევრის მხრიდან
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ცნობით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშისა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრის მხრიდან. გამცხადებაში წერია, რომ 2023 წელს დაწყებულმა ოპერაცია Obsidian-მა გამოიძია ბრალდებები, რომ მოთამაშეები წესების აშკარა დარღვევით სინჯების ჩანაცვლებაში იყვნენ ჩართულნი. გამოძიების ანგარიში ავლენს 5 შემთხვევას, როდესაც სინჯების ჩანაცვლება მოხდა. ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებს დოპინგ-ტესტირების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლები. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ დოპინგ-კონტროლისთვის შერჩეულ სპორტსმენებს და არ ესწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს, რაც წესების მიხედვით აშკარა დარღვევას წარმოადგენს. "ის, რაც ქართულ რაგბში ხდებოდა, აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელია როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ისე მსოფლიო რაგბისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო WADA-ს დამოუკიდებელი დაზვერვისა და გამოძიების გუნდს მათი მონდომებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლებმაც ეს ოპერაცია მიზანმიმართულად და შეუპოვრად აწარმოეს. ასევე ვაფასებ World Rugby-ის მზადყოფნას გამოავლინოს ფაქტების და ითანამშრომლოს WADA-სთან, რათა მიიღოს ძლიერი შედეგი რაგბისთვის. ეს ისტორია აქ არ მთავრდება, რადგან ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება, რომელიც საქართველოს სპორტში უფრო ღრმად შეისწავლის ვითარებას. WADA-მ ოპერაცია Obsidian-ის შედეგები საქართველოს მთავრობასაც მიაწოდა, რათა გადაიჭრას საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან დაკავშირებული პრობლემები. შემდეგი ნაბიჯების განხილვის ფონზე აშკარაა, რომ WADA-მ დაკარგა ნდობა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ და შესაბამისმა ორგანოებმა ახლა საფუძვლიანი ცვლილებები უნდა გაატარონ." - განაცხადა WADA-ს პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)