|
2025-04-15 12:00:42, 717 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს
საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები „ერთმანეთს აწმენდენ ხელს“. „ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს აწმენდენ ხელს და ეს ნიშანი უნდა იყოს „ხარებასთვის“ და გომელაურისთვის, რომ პოლიტიკურ გილიოტინაზე სწორედ წულუკიანი, სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური წარუძღვებიან. მაკო გომურის თვალს ერთმანეთს აბრალებდნენ, რაც საშინელი სანახავი იყო და გახარიას არ ეყო გამბედაობა ჩამოეთვალა ნაწამები ადამიანები, შეეხსენებინა წულუკიანისთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით და სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული, ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)