|
2025-04-14 13:20:08, 468 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა შეეწყვიტათ
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ გაიგო, „რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. მისივე განმარტებით, ყველა იყო გაფრთხილებული, რომ პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ „მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა“. აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანს შემდეგ შეკითხვას: „თქვენ [ალბათ] მალევე შეიტყვეთ, რომ რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. როდესაც თქვენ ეს შეიტყვეთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია?“ - მიმართა წულუკიანმა გახარიამ. „დიახ, შევიტყვე და ამის შემდგომ რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. ყველა უკიდურესად, კატეგორიულად იყო გაფრთხილებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ. ეს იყო. ეს ბრძანება მე გადავეცი, გავეცი ჩემს მოადგილეებს .“- უპასუხა გიორგი გახარიამ. გახარიას კომისიის თავმჯდომარემ, წულუკიანმა ჰკითხა, „თუ რომელ მოადგილეს მისცა ეს ბრძანება, რა ფორმით გასცა ბრძანება, ეს იყო ტელეფონით, თუ გვერდით ეჯდა და ისე უთხრა? და რამდენად სწორად „ჩაიშალა“ გაცემული ბრძანება“. გახარიამ უპასუხა, რომ ბრძანება რაციით გასცა. „როგორც მახსოვს, რაციით იმიტომ, რომ მაშინ კავშირგაბმულობის პრობლემა იყო, ვსარგებლობდი რაციით და შესაბამისად, ვინც რაციაზე იყო, ამას ყველა გაიგებდა. [რაციაზე იყვნენ] მოადგილეები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. არ მახსოვს, ახლა, ასე გვარები, ექვსი წელია უკვე (გასული)“, - განაცხადა გახარიამ. როგორც გახარიამ აღნიშნა, მის მის მიერ რაციაში გაცემული ბრძანების შესახებ საპასუხო დასტური მიიღო, თუმცა ამის შემდგომ „რეზინის ტყვიები [მაინც] იყო გამოყენებული“. „ამის შემდგომაც იყო რეზინის ტყვიები გამოყენებული, [მაინც გამოიყენეს] კი.“, - აღნიშნა გახარიამ. მას თეა წულუკიანმა ჰკითხა, როდესაც აკრძალვის შესახებ ბრძანება გასცა, იმყოფებოდა თუ არა მასთან ერთად ვინმე, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ არ ახსოვს. „არ მახსოვს. თუ ეს გავეცი რაციით, გამოძიებაში იქნება“, - აღნიშნა გახარიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)