|
2025-04-12 11:06:52, 585 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“ - დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!
ვეუბნები „ქართულ ოცნებას": დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ! შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლისთვის შეიქმნა, რუსული პროექტია. „გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა! და მართლა მაინტერესებს, რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?! ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, დღეს კი „ქოცები“ ახორციელებენ. უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე. იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი, მაგრამ ეს არ გამოვა, ეს ყველაფერი დროებითია. მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ! ვეუბნები „ქართულ ოცნებას", დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი. დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები! გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)