|
2025-04-04 15:04:21, 575 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ცდილობენ ცესკოს ცვლილებებს ჰიპოთეტური სიგიჟეები მიაკერონ, საარჩევნო სისტემა იხვეწება
ცდილობენ ცესკოს ცვლილებებს აბსურდული ვერსიები და ჰიპოთეტური სიგიჟეები მიაკერონ - საარჩევნო სისტემა იხვეწება, ფაქტობრივად, ელექტრონულზე არის გადასული და დამკვირვებელი თამაშობს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ როლს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ცესკოს მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქვით, ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ცესკომ მიიღო ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ ცდომილებებს და „კარუსელებს“. „არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთი დოზით, ასეთი აგრესიულობით, არც უცხოელი და არც შიდა აგენტურული დამკვირვებლები არ იღებენ არჩევნების დროს მონაწილეობას. თავად სისტემა არის კარგად აწყობილი და მათ შორის, სწორედ ამ კარგ საერთაშორისო პრაქტიკაზე გადასვლით, ცესკომ მიიღო ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ ცდომილებებს და „კარუსელებს“. თუ ვინმე ოდნავ მაინც მათემატიკურად აზროვნებს, ან აქვს ლოგიკური აზროვნების უნარი და იცნობს საარჩევნო სისტემას, იმ პროცესებს, რომელიც ელექტრონული არჩევნების დროს წარიმართება, რა თქმა უნდა, გამორიცხავს ყველა იმ აბსურდულ ვერსიებს და ჰიპოთეტურ სიგიჟეებს, რომელსაც ცდილობენ, რომ ახლა მიაკერონ ამ ცვლილებებს,“ - განაცხადა წილოსანმა. ცნობისთვის, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სიახლეა ის, რომ ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა ან გამორთმევა დაუშვებელი იქნება. გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება. ცვლილებები “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში აისახა. ცესკო მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, ცესკომ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით კენჭისყრის პროცედურები დააზუსტა და “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ არცერთ უფლებას არ ზღუდავს.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)