|
2025-04-04 13:25:34, 599 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ძალაშია მთავარი პრიორიტეტი, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე ზრუნვა
საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, ძალაშია სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, ზრუნვა ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, რომელიც საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული. „მსურს, შევეხო იმ ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში საუბრისას მხედველობაში მისაღებია არაერთი ფაქტორი, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები, 2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველო გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი – ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე, ძალაშია. აქედან გამომდინარე, არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, რომელიც აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)