|
2025-04-03 13:36:33, 733 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე
გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე - ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია. „დღეს, ჩვენ ორი თემა განვიხილეთ. პირველი, არის პატიმრების ოჯახების ახალი წამოწყება, მათი კოორდინირება, როგორც ჩანს, შეიქმნა ეს ფორმატი. მინდა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმიდან“ მათ კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ კოორდინაციის ორი მთავარი მიზანი სრულიად უცვლელი რჩება, ეს არის ახალი არჩევნების მზადება, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების და მეორე, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ სინდისის პატიმრების, მათი მდგომარეობა, ზოგჯერ რაც იყო - წამება, ცუდი მოპყრობა, ჩვენი მუდმივი თემაა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში და ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამან შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგან სხვადასხვა კუთხიდან წამოვიდა ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქციები, ერთის მხრივ, ევროკავშირიდან, კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება, მეორე - ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება, რომელიც ეხება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკითხებს და ჩინელების შემოყვანას, ესეც ძალიან მკაცრი განცხადებაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ მას ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები - 2 აპრილს გამოცხადებული და ოდირის განცხადება „ფარასთან“ დაკავშირებით. ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები, ეს რეაქცია უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით, არის ერთადერთი გზა, რომელიც ბოლომდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)