|
2025-04-03 12:04:45, 635 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია ქართულ ოცნებაზე - იზრდება წნეხი ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ
მინდა ხაზი გავუსვა, რა კრახი განიცადა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მცდელობებმა, ისე წარმოეჩინათ საქმე რომ 20 იანვრის შემდეგ, რაც ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ სასიკეთოდ რაიმე შეიცვლებოდა -გასულია 74 დღე, ვხედავთ რომ არათუ არაფერი არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი, სამარცხვინო, რუსულ-ჩინურ ირანული რეჟიმის სასიკეთოდ, არამედ ვხედავთ რომ პირიქით მუდმივად იზრდება წნეხი ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა სხვა ცივილიზებული სახელმწიფო იკავებს იმ სწორ პოზიციას, რაც გულისხმობს საქართველოში დემოკრატიის გამარჯვებას. „სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში სამართლდებიან ოპოზიციონერი ლიდერები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა განაგრძობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, რაც წინააღმდეგობაშია აშშ-ს ადმინისტრაციის და ვიცე-პრეზიდენტ ვანსის პოზიციებთან, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით, ციხეში ჩასმით, ან ძირითადი ამომრჩევლის პოზიციების უგულებელყოფით. მაშინ, როდესაც სასამართლო გადაქცეულია არა სამართლის და სამართლიანობის, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად, ასეთ მომენტში გაერთიანებული სამეფო ასანქცირებს ბოროტმოქმედ, ყველასთვის ცნობილ „კლანს“, რომელიც სათავეა იმ ყველა უბედურების, რაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას სჭირს, არა მარტო ამ ხელისუფლების დროს, ისტორიულად და ტრადიციულად. მაშინ, როდესაც სამართლდებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომისია ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის რეალურად ჩინეთისთვის და ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი კორუმპირებული ინსტიტუტისთვის გადაცემა შემაშფოთებელია, წინააღმდეგობაშია საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოებს ინტერესებთან. პარალელურად, „მეგობარი აქტი“ ავალებს ამერიკის მთავრობას რუსულ-ჩინური გავლენების შესწავლას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი სხვა აქტი ავალებს ამერიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოიკვლიოს პორტებში ჩინეთის გავლენის საკითხი. რაც ჯამურად, ყველა ადამიანის აჩვენებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მკაფიო ნებას, რომ ეს ნება არის ქართველი ხალხის დემოკრატიული პროტესტის მხარეს, ამას მიანიშნებს ის, რომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ერთხმად და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი „მეგობარი აქტს“. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტი, ჰელსინკის კომისია, აშშ-ს კონგრესი ყველა თავისი განცხადებით და ნაბიჯით პირდაპირ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ პროტესტს, ჩვენ ეროვნულ მიზნებს. ვხედავთ, რომ ეს არის მზარდი წნეხი, რომელიც არათუ მცირდება, არამედ მხოლოდ იზრდება. მინდა, ხაზი გავუსვა, რა კრახი განიცადა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მცდელობებმა, ისე წარმოეჩინათ საქმე, რომ 20 იანვრის შემდეგ, რაც ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ სასიკეთოდ რაიმე შეიცვლებოდა. დღეს არის 3 აპრილი, გასულია 74 დღე, ვხედავთ რომ არათუ არაფერი არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი, სამარცხვინო, რუსულ-ჩინურ ირანული რეჟიმის სასიკეთოდ, არამედ ვხედავთ, რომ პირიქით მუდმივად იზრდება წნეხი ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა სხვა ცივილიზებული სახელმწიფო იკავებს იმ სწორ პოზიციას, რაც გულისხმობს საქართველოში დემოკრატიის გამარჯვებას, ახალი არჩევნების ჩატარებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასრულებას, ქართულ-ამერიკული და ევროპული ინვესტიციებით. ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების გამარჯვებას“, - აღნიშნა გეგელიამ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)