|
2025-04-02 18:32:00, 917 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვას შემდეგ - ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი
არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი - ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი , - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან არ ჩაბარებია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის დაბარებაზე. „თავი მეგონა საბავშვო ბაღში - „რა სიტყვებით მოვიხსენიე მიხეილ ქარელი სოციალურ ქსელში“. „მეკუთვნის თუ არა კონკრეტული გვერდი სოციალურ ქსელში“, „რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით“ და ანალოგიური არასერიოზული კითხვები იყო. არანაირი ვალდებულება ე.წ. კომისიაში მონაწილეობის არ მქონია იმიტომ, რომ არ ჩამბარებია შესაბამისი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. წულუკიანის წერილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში ერთსულოვნად, კენჭის ყრით. ანალოგიურად უნდა დავებარებინე მეც “, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)