14:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 18:10:49, 752 ნახვა

პოლიტიკა
„ჰელსინკის კომისია“ - შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ

„ჰელსინკის კომისია“ შეშფოთებას გამთქვამს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს“.

განცხადებაში „ჰელსინკის კომისია“ მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას და რომ ამ გარიგებით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას.

“შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის “ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიას” აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისთვისა და დესტაბილიზაციისთვის გამოყენებისა, და ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულებას გაღრმავების ისტორია.

რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას. ამ გარიგების წინ წასვლით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და შესაძლებლობას, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეაფასოს წინადადებები თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ გასავითარებლად”, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან: კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია), თანათავმჯდომარე ჯო უილსონი (კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტია), შელდონ უაითჰაუსი (სენატორი, დემოკრატიული პარტია), სტივ კოენი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია), მარკ უიზი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია) და ჯონ კორნინი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics