|
2025-04-02 14:26:47, 617 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ჩატარდა ახალი კოორდინაციის, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრა
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისია „როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, სრულად არალეგიტიმურია და ემსახურება რუსულ ინტერესებს“. „ჩატარდა ახალი კოორდინაციის, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ნათქვამია, მაგრამ საჭიროა ხალხმა უკეთ გაიგოს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა იმ პროევროპული პარტიისთვის ან იმ პარტიისთვის, რომელიც ახლო მომავალში შეიქმნება; რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ერთი - ახალი არჩევნები და არა სხვა რომელიმე მოთხოვნა და მეორე - სინდისის პატიმრების გათავისუფლება. როგორც პროევროპული პარტიები, ისინი, ასევე იზიარებენ „ქართულ ქარტიას“. ეს არის ის სამი მოცემულობა, რომელიც ქმნის და რომელიც უხსნის გზას პარტიებს, რომ ამ პლატფორმაში შემოვიდნენ. კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და იქ ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში. ერთი მხრივ, ეს კომისია არის სრულად არალეგიტიმური, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი. მეორე მხრივ, ეს კომისია ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ეს კომისია ემსახურება იმას, რომ შიში დაითესოს. ახლა პირდაპირ მიზანში ამოღებულები არიან პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხში გავრცელდეს ის აზრი, რომ „ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართ“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე უნდა დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)