|
2025-04-02 14:09:05, 611 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს - ამის შესახებ ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული მათივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განცხადებები მან ამჯერად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. ,,სალომე ზურაბიშვილი, ტრადიციულად არსებითი მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე, კვლავ აყენებს ბრალდებებს “არჩევნების გაყალბებისა” და “რუსული მეთოდების” შესახებ. გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული პრეტენზიების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ არავის, მათ შორის არც სალომე ზურაბიშვილს, არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც. ასეთი უსაფუძვლო განცხადებები დიდი ალბათობით მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით საარჩევნო გარემოსა და პროცესის მთლიანობის დაზიანებისკენ, არასწორი აღქმების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რათა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია და დაითესოს სკეპსისი ნებისმიერი არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, სადაც ბრალდებების ავტორებისთვის სასურველი შედეგი არ დადგება. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები, ან თავი შეიკავონ უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან'' - აცხადებს ცესკო.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)