|
2025-04-01 14:57:27, 612 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაცმოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, სამარცხვინოა, მაგრამ ესეც არ არის ახალი
ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, რადგან 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა. ჩერგოლეიშვილის თქმით, ახალი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში არის ის, რომ ცდილობს მოჯადოებული წრის გარღვევას და შეთანხმებების მიღწევას. „არსებობს ასეთი ძალიან კარგი ლეგენდა კიბო, ქარიყლაპია და გედის შესახებ, რომლის სიბრძნე, მორალი იმაშია, რომ შენ ტვირთი შეგიძლია წინ წაიღო მხოლოდ მაშინ, თუ ერთი მიმართულებით მიგაქვს. აქამდე პოლიტიკური სპექტრი დადიოდა მოჯადოებულ წრეზე და ცდილობდა შეთანხმების მიღწევას იქ, სადაც ვერ თანხმდება და არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავთან მარცხდებოდა. შეიძლება, ეს ვიღაცას ნაკლებად ამბიციურად მოეჩვენოს, რადგან მიჩვეულები არიან ამ პოლიტიკური სპექტრისგან ტყუილ, გაბუქებულ დაპირებებს, მაგრამ ეს არის ერთადერთი ოპტიმალური სწორი გზა, რომელიც შესაძლებელია. ოღონდ ეს გზა არ უზღუდავს არავის თუ რაღაც ჯადოსნური გეგმები აქვთ და სხვა გზები, ამ გზებით იარონ. უბრალოდ ჩვენი კოორდინაციის ნაწილი ეს ვერ იქნება და თავისთვის იყვნენ. ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, რადგან 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი. შესაბამისად, იმის გამო, რომ აქ ცენტრში არის პროტესტი, ხალხი და ხალხის ინტერესი, აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ცდილობს, რომ ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ის, რაზეც ვიყავით შეთანხმებულები. არაადეკვატური მოლოდინები გააჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ უსაქციელობამ და მათი პოლიტიკოსების არასწორმა განცხადებებმა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ვერაფერს უსაყვედურებდი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)