|
2025-03-29 15:00:48, 880 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - გვაქვს საფუძველი, მოვითხოვოთ „ნაცმოძრაობის“ პარტიების აკრძალვა
საზოგადოებას შევპირდით, მათ შორის წინასაარჩევნოდ, რომ წინა რეჟიმის დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს შევისწავლიდით და წინა რეჟიმი იქნებოდა როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად გასამართლებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, როგორც ლევან მახაშვილმა განაცხადა, მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში ნახა მიმდინარე და ჩადენილი დანაშაულების ქრონიკა. „რასაც ახლა ვაკეთებთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება. რაც შეეხება თავად საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობას, მოსახლეობამ ნახა პირდაპირ ეთერში მიმდინარე და ჩადენილი დანაშაულების ქრონიკა. ამ საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას გამოიკვეთა და საზოგადოების დაკვეთაც იყო, რომ შესწავლილი ყოფილიყო არა მხოლოდ 2012 წლამდე მიმდინარე სისტემური დანაშაულები, არამედ მას შემდგომ. მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თითოეული მომენტის დროს ყოველთვის ვხედავთ იმ დესტრუქციას, დესტრუქციულ რეჟიმს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პირები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ახორციელებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, ამ პროცესს უნდა ჰქონდეს სათანადო შეფასება როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად და საგამოძიებო კომისია გააგრძელებს ამ პროცესის შესწავლას. „რაც შეეხება აგვისტოს ომის საკითხებს, აქ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი ცხადია, რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა სამართლებრივ ომს ფაქტობრივად რუსეთის წინააღმდეგ და აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ რაზეც გვაქვს საუბარი, არის ის, რომ მოსახლეობას აქვს არაერთი კითხვის ნიშანი. მოსახლეობას აქვს უფლება, გაიგოს საკუთარმა ხელისუფლებამ რა გააკეთა, რომ ეს ტრაგედია ყოფილიყო აცილებული. საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისასაც იკვეთება, რომ მაშინდელმა მმართველმა რეჟიმმა ვერ გაართვა ქვეყნის მართვას თავი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს და ამ კითხვებს სჭირდება საფუძვლიანი პასუხები, რომ ეს იყოს მაგალითი ყველასთვის, მომავალი მთავრობებისთვისაც, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ნაკარნახევი საქართველოს ეროვნული ინტერესივით და არა სხვა რომელიმე ქვეყნის ბრძანებებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისია არ არის უბრალოდ შეხვედრებისთვის შექმნილი, მას ექნება შესაბამისი შედეგი იქიდან გამომდინარე, თუ რა სამართლებრივი ფორმები გახდება საჭირო. „დღევანდელი მოცემულობით უკვე იკვეთება, რომ გვაქვს საფუძველი, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პარტიების თუ პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის აკრძალვა. საუბარი გვაქვს პოლიტიკურ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, სხვა ნებისმიერ საქმიანობას მათ არავინ უზღუდავს. ეს ნაბიჯი დემოკრატიის გადარჩენის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების აქტია. დანარჩენს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს. ჩვენი ვალი და მოვალეობაა, რომ დოკუმენტურად, საბუთებით, მტკიცებულებებით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. დანარჩენს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)