06:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 19:17:29, 1073 ნახვა

პოლიტიკა
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი - „MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში

„MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა წინ წავწიოთ ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშისა (რესპუბლიკური პარტია) და კომიტეტის დემოკრატების ლიდერის, ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) ერთობლივ განცხადებაში. ერთობლივი განცხადება კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“, მიღებას უკავშირდება.

„MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში…

როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე [ჯიმ რიში] და მაღალი რანგის წევრი [ჯინ შაჰინი], ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები და სხვა ქმედითი კანონპროექტები,” - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics