|
2025-03-27 19:08:54, 565 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგამოძიებო კომისია მამუკა ყურაშვილს 28 მარტს მოუსმენს
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც მამუკა ყურაშვილი უნდა გამოკითხულიყო, 28 მარტისთვის გადაიდო. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე იკითხებოდნენ ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი და ზაზა გოგავა. „სამდივნოს ვთხოვე, რომ ბატონი ყურაშვილი ხვალ დილით მოიწვიოს, იმიტომ, რომ უკვე აღარ არის იმის დრო, ჩვენ სხდომა გავაგრძელოთ და, შესაბამისად, დაგემშვიდობებით“, - განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, მისი თქმით, „რაც არ უნდა გვლანძღონ“, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ მთავრობას დახვდეს მშვიდობა. „ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამისთვის არის ხელისუფლება მოწოდებული, რაც არ უნდა სიტყვები შეგვარქვან, რაც არ უნდა გვლანძღონ, რომ ვინც მერე მოვა, იმას დახვდეს უკეთესი (გარემო), დახვდეს მშვიდობა და, რაც მთავარია, შეფასებები იმ ხარვეზების, რაც მან აღარ უნდა გაიმეოროს პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ სასარგებლო საქმეც არის თუ კარგად კეთდება და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხანდახან ისეა ხოლმე, რომ სამხედროებს აქვთ პასუხისმგებლობა და პოლიტიკოსი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ“, - მიმართა ზაზა გოგავას თეა წულუკიანმა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)