|
2025-03-27 13:06:22, 543 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედანი“ მხარს დაუჭერს თვითმმართველობის არჩევნების ტოტალურ ოპოზიციურ ბოიკოტს
„თავისუფლების მოედანი“ თვითმმართველობის არჩევნების ტოტალურ ოპოზიციურ ბოიკოტს მხარს დაუჭერს, ვიქნებით ამის მოთავეებიც, მაგრამ თუ ასეთი ბოიკოტი არ გამოვა, გვექნება შიდა დისკუსიები, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. „ვისაც ოპოზიციაში უმუშავია, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, ყველასთვის ნათელია, რამხელა მექანიზმი მოქმედებს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. მთელი სახელმწიფო მანქანა გვიშლის ხელს: პარტიული სუს-ი, პარტიული შსს, უსამართლო სასამართლო, ადმინისტრაციული რესურსები, ადამიანების დაშინება. ოპოზიციურ პარტიებში გაწევრიანება არის ყველაზე სახიფათო ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგას მოქალაქემ რომელიმე პატარა სოფელში, დაბაში. ეს მისთვის ან მისი ახლობლისთვის სამსახურის დაკარგვას და დაშინებას ნიშნავს. ამ პირობებში ის, რომ ოპოზიციამ მაინც გაიმარჯვა, კარგია, თუმცა არასაკმარისია. მე ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვარ“, – განაცხადა ცუცქირიძემ. ამასთან, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, არ გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებში მისი პარტიის მონაწილეობას და ამბობს, რომ შიდაპარტიული დისკუსიები მიმდინარეობს. „ვფიქრობ, კრიტიკა იმან უნდა დაიმსახუროს, თუ რაიმე გადაწყვეტილებას მსჯელობის გარეშე მივიღებთ. ჩემი აზრით, ნორმალურია, რომ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე პოლიტიკურმა პარტიამ იმსჯელოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენთვისაც ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ. გვქონდა და გვექნება შიდაპარტიული დისკუსიები. მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს პარტიის ლიდერების მიერ. ვფიქრობთ, რომ თუ არაფერი იცვლება და პირიქით, კიდევ უფრო უარესდება წინასაარჩევნო გარემო; ადამიანები რჩებიან პატიმრობაში; საარჩევნო კომისია დაქვემდებარებულია ერთ პარტიაზე და იმას აკეთებს, რასაც ეუბნებიან. ამ პირობებში უმჯობესი სტრატეგია არის ტოტალური ოპოზიციური ბოიკოტი. „თავისუფლების მოედანი“ ამას მხარს დაუჭერს და ვიქნებით ამის მოთავეებიც, მაგრამ თუ ასეთი ბოიკოტი რაღაც მიზეზების გამო არ გამოდის, სწორედ ეს არის მსჯელობის საკითხი – მაშინ, უნდა ავწონ-დავწონოთ და გადავწყვიტოთ არა მხოლოდ „თავისუფლების მოედნის“ პარტიული პერსპექტივიდან, არამედ იმ პერსპექტივიდან, რა სჯობს დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის. ჯერ არის სამშობლო, მერე – პარტია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)