|
2025-03-27 12:16:43, 550 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე საგამოძიებო კომისიაზე - სპექტაკლია თეას ფანჩატურში
კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის მომზადება, რომელიც რუსეთისთვის სასიამოვნო იქნება. მისივე შეფასებით, იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც „უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ“. „პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ნაცვლად, იმ სპექტაკლზე მიწევს კომენტირება, რომელსაც თეა წულუკიანი ე.წ. კომისიაში - თეას ფანჩატურში მართავს. ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან. კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას ესიამოვნება. ჩვენ სოლიდარული ვართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დაზარალდა წინა და ამ ხელისუფლების დროს და ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანმა საქართველოში სამართალი უნდა იპოვოს... ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე კომისიის წინაშე წარდგა და რომელიც მომავალში წარდგება, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა „კლანთან“, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას აგრძელებს და რომელთაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი. იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას განაგრძობენ. ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ეს კომისია დაკავშირებულია სამართალთან და მართლმსაჯულებასთან აბსურდია. ამ კომისიას ორი ამოცანა აქვს - პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში. ჩვენთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ის მუქარა, რომელიც თეას კომისიიდან მოდის იმიტომ, რომ კომისიაც და პარლამენტიც სრულიად ბუტაფორიულია და არალეგიტიმური“, - განაცხადა დოლიძემ.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)