09:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 21:04:56, 974 ნახვა

პოლიტიკა
tv პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა 6 თვით აუკრძალეს

„tv პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა 6 თვით აუკრძალეს. პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის წერილიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია შალვა პაპუაშვილის დადგენილი წესი - ინტერვიუს ჩაწერაზე უარის მიღების მიუხედავად განაგრძო ვიდეოგადაღება.

გადაწყვეტილება 24 მარტს არის მიღებული, შესაბამისად, ნატა ქაჯაიას პარლამენტის შენობაში მუშაობის შესაძლებლობა აღარ ექნება 2025 წლის 24 სექტემბრამდე.

მასალა („რაზე დარდობს და როგორ დასცინის რეჟიმი ხალხს - ხარება დაზარალებულად სცნეს“), რომლისთვისაც ნატა ქაჯაია პარლამენტში ინტერვიუებს წერდა, „ნოდარ მელაძის შაბათში“ 22 მარტს გავიდა. სიუჟეტი შეეხებოდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების საქმის მასალებს, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ პარლამენტი სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი დემონსტრაციების მიმდინარეობისას ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე საუბრობდა. სწორედ ამ საკითხზე კითხვის დასმის გამო ჟურნალისტს შეზღუდვები დაუწესეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics