09:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 18:17:41, 875 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს სუვერენული არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი

მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს, ასევე წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, დიალოგის გარეშე თანამშრომლობის გაგრძელება ძალიან რთულია.

„საქართველოს სუვერენული არჩევანია ისიც, რომ იყოს ევროკავშირის ნაწილი. სწორედ ეს არჩევანი დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, რაც აუცილებელია როგორც ევროკავშირის გაფართოებისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დიალოგის გარეშე ძალიან რთულია თანამშრომლობის გაგრძელება. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს და ასევე წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც. მადლობას მოგახსენებთ სხვადასხვა საკითხზე თქვენი მოსაზრებების გაზიარებისთვის. აუცილებელია, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილებები და გზები, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპულ სივრცეში, რაც მომავალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ვიმყოფებით ვენაში, სადაც მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა განლაგებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და ჩვენ გარშემო არსებული პრობლემებისა თუ კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებისას, ვიმოქმედოთ მათ შესაბამისად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics